ამერიკელი პოლიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, რონ პოლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის პარტია წავა ნებისმიერთან, ვინც მას ყველაზე მეტ სისხლს შესთავაზებს.
მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია დიკ ჩეინი, რომელიც შეცდომით ითვლებოდა, როგორც ტრადიციული ღირებულებების უკიდურესი დამცველი, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მან დემოკრატების კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
“გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ომის პარტია წავა ნებისმიერთან, ვისგანაც ყველაზე მეტი სისხლის მიღებას მოელის, რათა საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილოს. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, რომელიც არასწორად განიხილება, როგორც უკიდურესი კონსერვატორი – მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს პრეზიდენტად. გაუგზავნის თუ არა მას ტრამპი მადლობის წერილს?” – წერს ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი X-ზე.