GD Banner
უცხოური მედია

კამალა ჰარისი – დონალდ ტრამპის საქმე არ არის, რას უზამს ქალი თავის სხეულს

დონალდ ტრამპის საქმე არ არის, რას უზამს ქალი თავის სხეულს- ამის შესახებ სატელევიზიო დებატებისას, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რითაც გააკრიტიკა ტრამპის პოზიცია აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამის პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატები რადიკალურები  არიან  აბორტთან მიმართებაში. მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს ფლორიდაში, მე-6 კვირიდან ორსულობის შეწყვეტის აკრძალვას. 

ტრამპმა ასევე, განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტომ უოლზი მხარს უჭერს „დაბადების შემდეგ სიკვდილით დასჯას“, რაზეც ABC News Live-ის წამყვანმა უპასუხა, რომ აშშ-ში, არცერთ შტატში არ მოქმედებს კანონი, რომლითაც ნებადართულია ახალშობილის მოკვლა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,373 ნახვა