დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სპრინგფილდში მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამენ, აშშ კი, მალე გადაიქცევა „ვენესუელად სტეორიდებზე“,- ამის შესახებ მან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„სპრინგფილდში მიგრანტები თავიანთი მეზობლების კატებს და ძაღლებს ჭამენ. აი სადამდე დაეცა ჩვენი ქვეყანა. ჰარისი ანგრევს ჩვენს ქვეყანას, და თუ ის პრეზიდენტი გახდება, ამ ქვეყანას წარმატების პერსპექტივაც აღარ ექნება. ჩვენ იმით დავასრულებთ, რომ გავხდებით ვენესუელა სტეროიდებზე“,-განაცხადა ტრამპმა აშშ-ში მიგრაციულ კრიზისზე საუბრისას.
ტრამპმა კამალა ჰარისს მოუწოდა, დებატების შემდეგ გაემგზავროს ვაშინგტონში, ბაიდენთან, გამოაძვრინოს საწოლიდან და საზღვრის დაკეტვის პროექტზე ხელი მოაწერინოს.
Facebook Comments Box