GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – მე, ალბათ, თავში ტყვია იმის გამო მივიღე, რასაც ჩემზე ამბობენ

მე ალბათ, თავში ტყვია იმის გამო მივიღე, რასაც ისინი ჩემზე ლაპარაკობენ, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„ისინი საუბრობენ, რომ მე ვარ საფრთხე დემოკრატიისთვის. თავად ისინი არიან საფრთხე დემოკრატიისთვის, რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გამოძიებით, რომელმაც არსად მიგვიყვანა“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ბედნიერად იჯდებოდა მოსკოვში და 300 000 ჯარისკაცს არ დაკარგავდა. რაზეც კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკვე კიევში იჯდებოდა და პოლონეთისკენ ექნებოდა მზერა მიმართული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,392 ნახვა