კამალა ჰარისი თუ გახდება პრეზიდენტი, ისრაელი არ იარსებებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ტელდებატების დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ მოხდებოდა.
„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს დაიწყებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი, მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და ოთხი წლის განმავლობაში ამის საფრთხე არ ყოფილა, არასდროს შევიდოდა უკრაინაში და მოკლავდა მილიონობით ადამიანს. იქ ვითარება ბევრად უარესია, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. თუმცა, როდესაც ის (კამალა ჰარისი) ისრაელს ახსნებს, ყველა ჩვენგანი ფიქრობს, მას სძულს ისრაელი. ის არც კი შეხვდა ნეთანიაჰუს, როდესაც ის ჩამოვიდა კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლისთვის. თუ ის პრეზიდენტი იქნება, მჯერა, რომ ისრაელი არ იარსებებს დღეიდან ორ წელიწადში. მე საკმაოდ კარგად გამომდის პროგნოზების გაკეთება და ვმეოდვნებ, რომ ამ შემთხვევაში ვცდები. მას სძულს ისრაელი. ამავე დროს, მას სძულს არაბული მოსახლეობა, მთელი ადგილი აფეთქდება – არაბები, ებრაელი ხალხი, ისრაელი. ისრაელი აღარ იქნება.
ეს არასდროს მოხდებოდა, ირანი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გაკოტრებული იყო. ახლა ირანს აქვს 300 მილიარდი დოლარი, რადგან მათ გააუქმეს ყველა სანქცია, რომელიც მე დავაწესე. ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, „ჰეზბოლასთვის“, მათ არ ჰქონდათ ფული ტერორისთვის, ისინი გაკოტრებულები იყვნენ. ახლა ირანი მდიდარი ქვეყანაა და ხარჯავს ამ ფულს. შეხედეთ, რა ხდება ჰუსიტებთან და იემენთან დაკავშირებით, შეხედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ეს არასდროს მოხდებოდა. მე ამას სწრაფად მოვაგვარებ და დავასრულებ რუსეთის და უკრაინის ომს. პრეზიდენტად თუ მე ამირჩევენ, ამას გავაკეთებ პრეზიდენტად დამტკიცებამდე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.