GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეეჩერებინა პუტინი და ახლა გყავთ მილიონობით გარდაცვლილი და ვითარება უარესდება. მესამე მსოფლიო ომს ვეთამაშებით და ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ძაღლივით გამოაგდეს კამპანიიდან და არც კი ვიცით, არის ის პრეზიდენტი?

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მილიონობით ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მან საპრეზიდენტო ტელედებატების დროს განაცხადა.

„მე მინდა, რომ ომი შეწყდეს. მინდა, გადავარჩინო ადამიანების სიცოცხლე. მილიონობით ადამიანი უსარგებლოდ იღუპება. ეს არის ბერვად უარესი, ვიდრე ის რიცხვები, რომელსაც თქვენ იღებთ, თქვენი რიცხვები ყალბია. ჩვენ დავხარჯეთ 250 მილიარდი დოლარი ან მეტი, რადგან ისინი არ სთხოვენ ევროპას, რომლისთვის ამ საქმის გაკეთება უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე ჩვენთვის. მათ გამოყოფილი აქვთ 150 მილიარდ დოლარზე ნაკლები, რადგან ბაიდენს და თქვენ არ გაქვთ გამბედაობა სთხოვოთ ევროპას ისე, როგორც მე გავაკეთე ნატო-ს შემთხვევაში. მათ გადაიხადეს ასობით მილიარდი, როდესაც მე ვთქვი, ან თქვენ იხდით, ან მე აღარ დაგიცავთ. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მათ მე არ მოვწონვარ იმდენად, რამდენადაც სუსტი ხალხი მოსწონთ. თუმცა შეხედეთ, რა ხდება, ჩვენ გამოყოფილი გვაქვს 250-270 მილიარდი დოლარი, მათ კი – 100-150 მილიარდი. მათ უნდა გაათანაბრონ“, – განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის.

„მე მინდა ამ ომის მოგვარება. კარგად ვიცნობ ზელენსკის და კარგად ვიცნობ პუტინს. მე მაქვს კარგი ურთიერთობა და ისინი პატივს მცემენ. ისინი არ სცემენ პატივს ბაიდენს. როგორ უნდა სცენ მას პატივი? რატომ? რა მიზეზით? ამ ორი წლის განმავლობაში მას პუტინთან სატელეფონო ზარიც კი არ ჰქონია, არ უსაუბრია ვინმესთან, არც უცდია. ეს არის ომი, რომელიც უნდა მოგვარდეს. თუ გავიმარჯვებ, მე ამას მოვაგვარებ, ვიდრე პრეზიდენტი გავხდები. რას გავაკეთებ მე, როგორც არჩეული პრეზიდენტი – დაველაპარაკები ერთს და მეორეს, ერთად შევკრებ მათ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. როდესაც მე სამწუხაროდ პრეზიდენტობის თანამდებობა დავტოვე და დავინახე, რომ პუტინი სამხედროების მობილიზებას ახორციელებდა, რაც მან ჩემი წასვლის მერე გააკეთა, ვთქვი, რომ ის ალბათ მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ეს ასე არ ყოფილა, რადგან ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ესაუბრა მასთან, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეეჩერებინა ეს და ახლა თქვენ გყავთ მილიონობით გარდაცვლილი და ვითარება მხოლოდ უარესდება. ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვეთამაშებით და ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არც კი ვიცით, თუ არის. სად არის პრეზიდენტი? მათ ის გამოაგდეს კამპანიიდან ძაღლივით და ჩვენ არც კი ვიცით, არის ის პრეზიდენტი? ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც არც კი იცის რომ ცოცხალია“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია ამ ომის დასრულება და ეს მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს, რადგან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს ადამიანების სიცოცხლის განადგურება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა