სპორტსმენების მიმართ ბულინგი სამარცხვინოა – ჩვენ სიაში „ლუზერებს“ არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სპორტსმენების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია.
“სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და ვისაც თავის შრომის ფასად უდიდესი წარმატებები აქვთ მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. საზოგადოება შედგება სპორტსმენებისგან, მუსიკოსებისგან, შემოქმედთაგან, ინჟინრებისგან, ეკონომისტებისგან და რა არის გაუგებარი, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ზოგადად, ქართულ სპორტში?” – აღნიშნა ოდიშარიამ.
როგორც ოდიშარიამ განმარტა, წარმატებული ადამიანების “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.
“ჩვენ სიაში “ლუზერებს” არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა”, – განმარტა მან.