GD Banner
Uncategorized

რობერტ კენედი უმცროსი: დემოკრატები იყვნენ ომის მოწინააღმდეგე, უბრალო ხალხის პარტია, ახლა გახდა ე.წ. Deep State-ის პარტია

ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა „დემოკრატმა“ რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ თუ ადრე „დემოკრატიული“ პარტია უბრალო ხალხის ინტერესებს წარმოადგენდა, ახლა როლები შეიცვალა და მას „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ, ხოლო „დემოკრატები“ ე.წ. Deep State-ის ინტერესებს ატარებენ.

„მე ვნახე კამალა [ჰარისი] ყრილობაზე და მან წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი იყო. ეს იყო ისეთი გამოსვლა, როგორიც იწერება ნეოკონების და CIA-ს მიერ. პირველად ისტორიაში, „დემოკრატებს“ გამომსვლელთა შორის CIA-ს ყოფილი დირექტორი ლეონ პანეტა და სამხედროები ჰყავდათ, რომლებიც ლაპარაკობდნენ დემოკრატიულ კონვენციაზე. „დემოკრატები“ იყვნენ ომის საწინააღმდეგო პარტია, ისინი იყვნენ კონსტიტუციური პარტია. ისინი იყვნენ პარტია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა Wall Street-ს და წარმოადგენდა ჩვეულებრივ ადამიანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებს და მუშა ხალხს. 2020 წლის არჩევნებში ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50%-მა მისცა ხმა დონალდ ტრამპს, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ხმას აძლევდა ტრამპს, წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის 30%-ს. ხალხის 50%-მა, ვინც ხმა მისცა ჯო ბაიდენს, წარმოადგენდა 70%-ს“, – თქვა კენედიმ.

„ახლა გაიცვალა როლები, მოხდა ინვერსია, სადაც რესპუბლიკური პარტია გახდა ჩვეულებრივი, მშრომელი ხალხის, საშუალო კლასის პარტია, ხოლო დემოკრატიული პარტია გახდა უოლ სტრიტის, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის, მსხვილი ფარმაცევტული და სოფლის მეურნეობის კორპორაციების, ტექნოლოგიების, დიდი საბანკო სისტემების პარტია – ყოველივე იმის, რასაც დონალდ ტრამპი უწოდებს „დიფ სთეითს“ , რაც არის ფინანსური ინტერესების ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს სიმდიდრის გაზრდის ინტერესით – ეს არის პირადი ინტერესებისთვის შეთქმულება. მათი ინტერესია ტოტალიტარული კონტროლის დამყარება და ამ ქვეყნის სანიმუშო დემოკრატიიდან კორპორაციულ კლეპტოკრატიად და მჩაგვრელ ოლიგარქიულ სისტემად გარდაქმნა“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა