GD Banner
Uncategorized

კახა კალაძე: შეიძლება ვიღაცებს არ სჯეროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება, ვიღაცები ამას პოლიტიკურად არასწორად იყენებდნენ და მიდიოდა სპეკულაციები – უნდა ვიყოთ ადეკვატურები, ყოველთვის შევძლოთ სწორი შეფასებების გაკეთება

შეიძლება ვიღაცებს არ სჯეროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება, ვიღაცები ამას პოლიტიკურად არასწორად იყენებდნენ და მიდიოდა სპეკულაციები, გვახსოვს რა მონოლოგებს წერდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, ფეხბურთელებზე და ა.შ. უნდა ვიყოთ ადეკვატურები, ყოველთვის შევძლოთ სწორი შეფასებების გაკეთება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

„ის წარმატება, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, არის იმ დიდი შრომის შედეგი, რაც ნაკრების თითოეულმა წევრმა გაწია და იმ მხარდაჭერის ნაყოფი, რაც ფეხბურთის ფედერაციამ გასწია და სახელმწიფო ეწევა. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის, მადლობა ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა უნდა გავაგრძელოთ ამ შემართებით. ოქტომბერში რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,745 ნახვა