GD Banner
საზოგადოება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და და თბილისის რაიონებს მოიცავს.

„ ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 12:00-იდან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათწყაროში, მსხალდიდში, ლისზე, თხინვალაში, ორხევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“ , – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,366 ნახვა