GD Banner
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ვისმენდით ალოგიკურ განცხადებებს – თუ საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება „ენჯეო“, ხელისუფლების გავლენის გამტარებელია, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან ფინანსდება, მაშინ უცხო ძალის გავლენის გამტარებელი არ არის

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტების თაობაზე, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მმართველი გუნდის ოპონენტების მიერ გაჟღერებული შეფასებების ალოგიკურობაზე მიუთითებს.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, მათ შორის გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან ვისმენდით ალოგიკურ, ერთმანეთთან შეუსაბამო განცხადებებს. თუ საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ის არის საქართველოს ხელისუფლების გავლენის გამტარებელი, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან ფინანსდება, მაშინ უცხო ძალის გავლენის გამტარებელი არ არის. მაშინ ამ ადამიანებმა უნდა დაუსვან კითხვა, მაგალითად NED-ს, EED-ს, GIZ -ს, USAID-ს, IRI-ს, NDI-ს – ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებიდან და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“, – აცხადებს გორდულაძე.

პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა