GD Banner
უცხოური მედია

თუ კამალა ჰარისი დებატებში დამარცხდება, კიევს შეპირებულ 50 მილიარდს სასწრაფოდ გამოუყოფენ – ექსპერტი

​კამალა ჰარისის დამარცხება დებატებში, დააჩქარებს კიევისთვის 50 მილიარდის გამოყოფას,-ამის შესახებ, მშვიდობისა და თავისუფლების ვაშინგტონის დამოუკიდებელი ინსტიტუტის დირექტორმა, აივენ ილანდმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მისი თქმით, ეს დაკავშირებულია ტრამპის გაპრეზიდენტების შიშთან, რადგან თუ საპრეზიდენტო არჩევნებს რესპუბლიკელი მოიგებს, კიევს დახმარება შეუჩერდება. ამიტომ, თუ დემოკრატი კანდიდატის რეიტინგი დებატების შემდეგ დაიწევს, დიდი შვიდეულის ქვეყნები კიევისთვის დაპირებული კრედიტის გაცემას აღარ დააყოვნებენ.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინას ეს თანხა კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაეცემა.

აღნიშნული დახმარების შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნები ჯერ კიდევ ივნისში შეთანხმდნენ, თუმცა გარკვეულ დეტალებზე ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ჯერ კიდევ ვერ მოილაპარაკეს და კიევს ამ დრომდე არაფერი მიუღია. 

50 მილიარდი დოლარი უკრაინას კრედიტის სახით უნდა გადაეცეს გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა