უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის, მიხაილ ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ანდრეი სიბიგამ Facebook-ზე დაწერა, რომ ასეთი გადაწყვეტილება 8 სექტემბერს უკრაინის ელჩებთან და კონსულებთან ჩატარებული თათბირის შემდეგ მიიღო, რადგან ხარიშინს „აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები“.
უკრაინული მედია წერს, რომ ხარიშინმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოწია“.
უკრაინის უმაღლესმა რადამ სიბიგა საგარეო უწყების ხელმძღვანელად 5 სექტემბერს დაniSna.
Facebook Comments Box