GD Banner
ტექნოლოგია

ჟურნალმა Time-მა ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე გავლენიან პირთა სიაში არ შეიყვანა

ჟურნალმა Time-მა ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ყველაზე გავლენიან პირთა სიაში არ შეიყვანა. სამაგიეროდ, სიაში მოხვდა მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი.

Tesla, SpaceX-ის ხელმძღვანელი, რომელიც კომპანია Neuralink-ის სამკურნალო ჩიპებს ტვინში ნერგავს, ასევე კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტების გადარჩენისთვის მუშაობს, TIME 100AI-ის ყოველწლიურ რეიტინგში საერთოდ არ შეიყვანეს. 

Time-მა რეიტინგში ჩართო მარკ ცუკერბერგი, Alphabet და Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი, ჯენსენ ჰუანგი Nvidia-დან და სატ ნადელი Microsoft-დან. Time-ის განმარტებით, ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი სიაში მოხვდა OpenAI-ს წინააღმდეგობის გამო. 

სოციალურ ქსელში გაზეთის მიმართ კრიტიკული კომენტარები არ წყდება. მომხმარებელები Time-ს ურჩევენ, სიაში შეიყვანოს საგა „შურისმაძიებლებიდან“ ტონი სტარკი.  ბევრი მათგან სვამს კითხვას, როგორ ანდობენ მასკს ასტრონავტების გადარჩენას, თუ მას ტექნოლოგიების არაფერი გაეგება. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა