GD Banner
Uncategorized

ზაალ ანჯაფარიძე: CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა, МI-6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა ისეთი აღფრთოვანებით ისაუბრეს უკრაინის მიერ განხორციელებულ კურსკის ოპერაციაზე, რომ ბოლო ეჭვებიც გაფანტეს იმაზე, თუ ვის მიერ იყო ეს ოპერაცია დაგეგმილი

აშშ-ს და ინგლისის სადაზვერვო სამსახურების 77-წლიანი პარტნიორობის ისტორიაში პირველად მათი ორი ხელმძღვანელი ერთად გამოჩნდნენ საჯარო ღონისძიებაზე. დაზვერვის ორმა ბოსმა თქვა რომ „კურსკი იყო “მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიღწევა”, „გაბედული და ძლიერი ნაბიჯი…და მცდელობა შეცვალო თამაში“, რომელმაც გააძლიერა უკრაინის მორალი და გამოავლინა რუსეთის სისუსტეები, გააჩინა დააყენა კითხვები რუსეთის ელიტაში იმის შესახებ, თუ საით მიდის ეს ყველაფერი, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს არჩევნებზე დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩააბამენ.

„აშშ-ს და ინგლისის სადაზვერვო სამსახურების 77-წლიანი პარტნიორობის ისტორიაში პირველად მათი ორი ხელმძღვანელი ერთად გამოჩნდნენ #financialtimes საჯარო ღონისძიებაზე CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა МI-6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა ისეთი აღფრთოვანებით ისაუბრეს უკრაინის მიერ განხორციელებულ კურსკის ოპერაციაზე, რომ ბოლო ეჭვებიც გაფანტეს იმაზე თუ ვის მიერ იყო ეს ოპერაცია დაგეგმილი და ხელშეწყობილი და ვისი თანხმობით მოხდა. დაზვერვის ორმა ბოსმა თქვა რომ „კურსკი იყო “მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიღწევა”, „გაბედული და ძლიერი ნაბიჯი…და მცდელობა შეცვალო თამაში,“ -რომელმაც გააძლიერა უკრაინის მორალი და გამოავლინა რუსეთის სისუსტეები, გააჩინა დააყენა კითხვები რუსეთის ელიტაში იმის შესახებ, თუ საით მიდის ეს ყველაფერი და ა.შ.

ახლა ხომ ხვდებით თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთი ამ ომს და როგორია მათი დამოკიდებულება იმ ქვეყნების და ხელისუფლებების მიმართ, რომლებიც მათი აზრით საკმარისად არ ეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში. შესაბამისად, საქართველოს არჩევნებზე დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩააბამენ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა