26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია. მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს ოპოზიციის მიერ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას და იმას, რომ ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს.
,,დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის – ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების რყევას. ყველა კარგად ვხედავთ მათ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა წითელ ხალიჩაზე გაცვალონ.
ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად.
ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთში და დასავლეთში, ჩვენი მთავარი პირობა: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყო ჩვენი სამშობლოს მფარველი!,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.