GD Banner
Uncategorized

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეო-კადრებს ავრცელებს, თუ როგორ ანადგურებს მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე პარტიის საარჩევნო პლაკატებს. ვიდეო

მმართველი პარტიის პრესსამსახური ვიდეო-კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევს და ანადგურებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების“ ქმედებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რა რეაქცია ექნება არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვიდეო-კადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის განადგურებას პირადად აორგანიზებს NGO „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე“, – აცხადებენ მმართველ პარტიაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,662 ნახვა