ჟურნალმა Time-მა ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ყველაზე გავლენიან პირთა სიაში არ შეიყვანა. სამაგიეროდ, სიაში მოხვდა მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი.
Tesla, SpaceX-ის ხელმძღვანელი, რომელიც კომპანია Neuralink-ის სამკურნალო ჩიპებს ტვინში ნერგავს, ასევე კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტების გადარჩენისთვის მუშაობს, TIME 100AI-ის ყოველწლიურ რეიტინგში საერთოდ არ შეიყვანეს.
Time-მა რეიტინგში ჩართო მარკ ცუკერბერგი, Alphabet და Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი, ჯენსენ ჰუანგი Nvidia-დან და სატ ნადელი Microsoft-დან. Time-ის განმარტებით, ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი სიაში მოხვდა OpenAI-ს წინააღმდეგობის გამო.
სოციალურ ქსელში გაზეთის მიმართ კრიტიკული კომენტარები არ წყდება. მომხმარებელები Time-ს ურჩევენ, სიაში შეიყვანოს საგა „შურისმაძიებლებიდან“ ტონი სტარკი. ბევრი მათგან სვამს კითხვას, როგორ ანდობენ მასკს ასტრონავტების გადარჩენას, თუ მას ტექნოლოგიების არაფერი გაეგება.