GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევაზე: საქმე გვაქვს ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს

„რამდენიმე დღის უკან ოპოზიციის გეგმები გავშიფრე, როცა ვთქვი, რომ ისინი დროებითი კომისიის წევრების არჩევის პროცესში ადრე დაწერილი მესიჯ ბოქსით იხელმძღვანელებდნენ, აპელირებას ნეპოტიზმზე და ადმინისტრაციული რესურსზე მოახდენდნენ, პროგნოზი 100%-ით გამართლდა, ოპოზიციამ უსაგნო დისკუსია დაიწყო, საინტერესოა რომ ოპოზიციის ბრალდებებს “მიუკერძოებელი დამკვირვებელი” ეკა გიგაურიც შეერთდა“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან და ნუ ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას. მისივე თქმით, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ადამიანზე ძალადობის ფაშისტური მეთოდია.

„რამდენიმე დღის უკან ოპოზიციის გეგმები გავშიფრე, როცა ვთქვი, რომ ისინი დროებითი კომისიის წევრების არჩევის პროცესში ადრე დაწერილი მესიჯ ბოქსით იხელმძღვანელებდნენ, აპელირებას ნეპოტიზმზე და ადმინისტრაციული რესურსზე მოახდენდნენ, ჩემი პროგნოზი 100%-ით გამართლდა, ოპოზიციამ უსაგნო დისკუსია დაიწყო, საინტერესოა რომ ოპოზიციის ბრალდებებს “მიუკერძოებელი დამკვირვებელი” ეკა გიგაურიც შეერთდა… რეალურად საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, მათი ბრალდებები, რომელიც სპეკულაციას ეფუძნება და ფაქტებით ცამტვერდება. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ აპლიკანტებმა განაცხადი არ შეავსეს და კონკურსს აზრი არ აქვს, ეს წმინდა წყლის სიცრუეა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო განაცხადის შეტანა, მათთვის ხელოვნური ბარიერი არ შეუქმნით, ის თუ ადამიანმა განაცხადი არ შეიტანა, სწორედ ოპოზიციის “დამსახურებაა” რადგან ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში სიცრუის გავრცელებს და ამ ადამიანების ბულინგს ახორციელებს, რაც რა თქმა უნდა მათ გადაწყვეტილებაზე მოქმედებს და ყველა მსურველს არ შეაქვს განაცხადი. ოპოზიცია ცდილობს დაამკვიდროს ნეიტრალური წევრის ცნება, რეალურად დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს (რაც ხშირად ავიწყდებათ) მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან, ნუ ახდენენ ადამიანების სტიგმატიზაციას. ის რასაც თქვენ აკეთებთ, არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ადამიანზე ძალადობის ფაშისტური მეთოდია“-წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა