GD Banner
Uncategorized

დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ლაფში ჩაფლული წურბელები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: „გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!” და ემზადებიან რევოლუციისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მაშინ როცა ქვეყანა ეროვნული აღმავლობის ტალღაზეა, მავანნი რევოლუციისთვის ემზადებიან.

„აი ამ ეროვნული აღმავლობის ტალღაზე, იქ სადღაც ჭაობის ფსკერზე ლაფში ჩაფლული წურბლები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: “გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!” და ემზადებიან რევოლუციისთვის იმიტომ, რომ წურბლების მბრძანებელმა “დურემარმა” შეაგულიანა ისინი – “თქვენ 85% ხართ და ყველაფერი გამოგივათ”. “NATO იყოს ჩვენი მფარველი” – ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული “ლოცვა/ვედრება”. თუმცა, ყველაზე აზრზე მოსული წურბლები „დურემარს” შეკითხვასაც კი უბედავენ: “კი მაგრამ თუ 85% ვართ ამ ფსკერზე და ამ ლაფში რა ჯანდაბა გვინდა, ზედაპირზე ამოსვლის შანსი რატომ არა გვეძლევა” – რეიტინგულად ასეა საჭირო, ამშვიდებს მათ “დურემარი” და მანტრის განმეორებისთვის მოუწოდებს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,662 ნახვა