GD Banner
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას მიმართა: მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!

მივესალმები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს ამ გასაოცარ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთად დგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად ვდგავართ! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო  კამპანიის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. 

მისი განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული ის ადამიანები არიან, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებენ.

“ამ კუთხის მნიშვნელობასა და სილამაზეზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი გარემო, როგორც აქაა, სადაც ერთმანეთთან საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და ადამიანი.
ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული სწორედ თქვენ ხართ, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებთ.“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა