GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე-ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი არ შეხვდა გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის უარზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის ფედერალურ მხარეებშიც არ ისმის მათი მარგინალი პოლიტიკოსების ხმა ბერლინიდან და რატომ უნდა გაითვალისწინოს უცხოელი ანტიქართველი ელემენტების მყრალი აზრი თბილისმა?

“ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი კობახიძე არ შეხვდა ნაცრადიკალთა მხარდამჭერ გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია! გერმანიის ფედერალურ მხარეებშიც არ ისმის მათი მარგინალი პოლიტიკოსების [ადგილობრივ არჩევნებს გადახედონ] ხმა ბერლინიდან და რატომ უნდა გაითვალისწინოს უცხოელი ანტიქართველი ელემენტების მყრალი აზრი თბილისმა? თუ ხელისუფალი ვიქნებოდი, მე უფრო შორს წავიდოდი და ისრაელის მსგავსად, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტს გავაბრუნებდი უკან. ძირმომპალი სექტანტური “აღშფოთება-შეშფოთება” აქ დიდი ხანია არავის აინტერესებს!”- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა