გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი წინაზე მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ.” – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი ეხმაურება გლდანში, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლის გამო, ორი პირის დაკავებას, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ.
“ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ – არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ. დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში.
უკაცრავად, მაგრამ ისედაც ორი თვეა საარჩევნო კამპანია და თუ გლდანის ხელმძღვანელს სასამართლოში ატარებენ და დააკავებენ, სამგორის ხელმძღვანელს დააკავებენ და სასამართლოში ეყოლებათ, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, როგორი დემოკრატიაა ეს? მათი სურვილით არც გლდანში უნდა ვილაპარაკოთ, არც სამგორში, სამეგრელოში ალბათ ანა წითლიძეს დაიჭერენ, იმერეთში კიდე ვიღაცას, ვინმე არ მოეწონებათ და დაიჭერენ, ეს როგორი საარჩევნო კამპანიაა?