თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პრაიმერიზის ოქმი აქ იდოს, როგორც პოსტ-ტოტალიტარული ქართული პოლიტიკის და მუდმივი მარცხის სიმბოლო.
15 ხმა არის გიგი წერეთლის მხარდაჭერა ბათუმში.
ეს 15 ხმაც აღარ აქვს – წავიდა ის კაცი ამათი პარტიიდან ნაცებთან შეერთების მერე და მისი ოჯახის ხმებიც, მასთან ერთად.
გიგი წერეთელი დაყავთ ბათუმში და
აბღავლებენ ტრიბუნებიდან – გავიმარჯვებთო.
მერე ააბღავლებენ – გააყალბა ბიძინამო.
ოღონდ გიგი წერეთელი დეპუტატი იქნება.
ანუ ხალხის წარმომადგენელი იქნება კაცი, რომელმაც თბილისში საკუთარ პარტიაში 100 ხმა აიღო 400 წინააღმდეგ.
ბათუმში 15 – 172 ხმის წინააღმდეგ.
და აი ეს სამარცხვინოები ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას და კარტოფილზე გაყიდულებს ეძახიან, აი ამ იმპოტენტი სუტენორების გამო.
(პ.ს. რა ხმებიც აიღო, სწორედ “გაყიდული” ხალხით აიღო – ადგილობრივი ფეოდალებით, რომლებიც ხალხს საკუთარ საქონლად თვლიან, იმუქრებიან რომ თუ ეტყვიან, ეს ხალხი ალტინფოსაც ხმას მისცემს, და მერე ამ შეურაცხყოფილი, საქონლად აღქმული ხალხით უნდათ ხმების დაცვა).