GD Banner
საგარეო პოლიტიკა

მიშელ ბარნიემ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა

საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და საზოგადოებას პირველად მიმართა.

როგორც მთავრობის ახალმა მეთაურმა განაცხადა, მას სურს, უპასუხოს იმ გამოწვევებსა და უსამართლობას, რომლის წინაშეც საფრანგეთის მოსახლეობა დგას. ბარნიეს თქმით, ის უახლოეს ხანებში პარლამენტს მთავრობის ახალ პრიორიტეტებსა და წინადადებებს წარუდგენს.

73 წლის მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტმა მაკრონმა გუშინ დაასახელა.

ბარნიე 1951 წლის 9 იანვარს ფრანგულ ქალაქ ლა ტრონშში დაიბადა. 2007 – 2009 წლებში ის საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. 2010 – 2014 წლებში იყო ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ბარნიე ევროკავშირის სახელით დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ივლისში გაბრიელ ატალმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტია „რენესანსის“ დამარცხების გამო თანამდებობა დატოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა