GD Banner
Uncategorized

სალომე სამადაშვილი – დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, „ვაშინგტონ პოსტის“ წერილით, სერიოზული განაცხადია – ბიძინას საქმე მძიმედაა, სანქციებისა თუ სხვა გზებით, მასზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება

„ვაშინგტონ პოსტის“ გუშინდელი სარედაქციო წერილი აფრთხილებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გადარჩენის უკანასკნელი შანსია, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოცემა The Washington Post-ის სარედაქციო სტატიას, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეა საუბარი.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, სარედაქციო კოლეგიის წერილით, სერიოზული განაცხადია“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქმე „მძიმედაა“ და სანქციებისა თუ სხვა გზებით, ივანიშვილზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება.

„მრავალ კრიტიკულ შეფასებას შორის, რომელიც გვესმის, „ვაშინგტონ პოსტის” გუშინდელი სარედაქციო წერილი განსაკუთრებით საყურადღებოა ორი მიზეზით:

1. წერილი აფრთხილებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გადარჩენის უკანასკნელი შანსია. ეს განაცხადი აშშ-ში მკვეთრად, მკაფიოდ და ღიად პირველად კეთდება.

2. ამ გაზეთის სარედაქციო წერილი არაა ჩვეულებრივი სტატია-ვაშინგტონის პოლიტიკური ხაზების ერთგვარი ინდიკატორია. შესაბამისად, დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, სარედაქციო კოლეგიის წერილით, სერიოზული განაცხადია-ბიძინას საქმე მძიმედაა, სანქციებისა თუ სხვა გზებით, ივანიშვილზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება.

26 ოქტომბერი ბოლო შანსია საქართველოს თავისუფლების და ევროპული მომავლის გადასარჩენად. ეს გვითხრა მსოფლიოში პოლიტიკური გავლენით, შესაძლოა, ყველაზე მსხვილმა პუბლიკაციამ”, – წერს სამადაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,653 ნახვა