დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრიფინგი გამართა და სკანდალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, საქართველოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს გახსნილი ჰქონდა ოფისი, საიდანაც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა.
როგორც for.ge იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამჯერად საქმეში მეტი კონკრეტიკა გაჩნდა.
მოპარული ფული კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. ეს ფაქტობრივი გარემოება უკვე სერიოზულად ცვლის არსებულ ვითარებას. თუ აქამდე კეზერაშვილის კვალზე აბსტრაქტულად საუბრობდნენ, ახლა მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ გამოძიებას გენერალური პროკურატურა ევროპელ სამართალდამცველებთან ერთად იძიებს, დიდი შანსია, კეზერაშვილს ყელზე მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუხდეს.