GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე ISFED-ზე: ამომრჩეველთა ნების გამოხატვას კი არ იცავს, არამედ “30 ვერცხლად”, რომელსაც მრავალათასიანი გრანტები ეწოდება, უსამშობლოთა ინტერესებს აღასრულებს

“ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელი ISFED აცხადებს, რომ არჩევნებს დააკვირდებიან “მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არ იქნება” – ეტყობა, დამკვეთთაგან მორიგ დესტრუქციაზე დაკვეთა იგულისხმა ანდა ამომრჩეველზე მათი ზეწოლა”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

აბაშიძე ISFED-ის შესახებ აღნიშნავს, რომ ამ რეპუტაციაშელახული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ვერანაირად ჯდება სამოქალაქო სექტორის სტანდარტებში, რადგან წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ნაცპარტიულ რგოლს.

“2020 წელს ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელი ISFED აცხადებს, რომ არჩევნებს დააკვირდებიან “მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არ იქნება” – ეტყობა, დამკვეთთაგან მორიგ დესტრუქციაზე დაკვეთა იგულისხმა ანდა ამომრჩეველზე მათი ზეწოლა. ამ რეპუტაციაშელახული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ვერანაირად ჯდება სამოქალაქო სექტორის სტანდარტებში, რადგან მისი აღმასრულებელი დირექტორების ცვლილების მიუხედავად, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ნაცპარტიულ რგოლს. ფსევდო-NGO “სამართლიანი არჩევნები” კოლექტიური ეკა გიგაურების პოლიტიკური კანტორების მსგავსად, არა ამომრჩეველთა ნების გამოხატვას იცავს, არამედ “30 ვერცხლად”, რომელსაც მრავალათასიანი გრანტები ეწოდება, ახორციელებს უსამშობლოთა ინტერესების აღსრულებას.”- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,040 ნახვა