GD Banner
პოლიტიკა

ვატო გელაშვილი: პროდასავლური იდეოლოგიის დამფუძნებელი მამა- ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა) დაუკავებია პოლიციას… პროტესტის ნიშნად უარი უნდა ვთქვათ ჭამაზე, სექსზე, კუჭში გასვლაზე, მოშარდვაზე

„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას ირონიული პოსტით ეხმაურება.

„დიდი საზოგადო მოღვაწე, ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი, საკრებულოს წევრი და პროდასავლური იდეოლოგიის დამფუძნებელი მამა. ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა) დაუკავებია გუშინ პოლიციას.

დიდი რეპრესიული მანქანა ჩართო ივანიშვილმა ოპონენტების გასანადგურებლად. მასთან ერთად დაუკავებით, ასევე ღვაწლმოსილი საკრებულოს რამდენიმე გზის წევრი ხაბეიშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელი ირაკლი ნადირაძე.

რა უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ხომ ხვდებით ხალხო. ამიტომ ქუდზე კაცის გამოსვლას საჭირო.

უნდა გადავკეტოთ ქუჩები, უარი ვთქვათ სამსახურებზე, სწავლაზე, დირექტორობაზე,ჭმაზე, სმაზე, მოწევაზე, სექსზე, წამლის მიღებაზე, ოპერაციაზე, მშობიარობაზე, მოშარდვაზე, კუჭში გასვლაზე, საწვავის მოხმარებაზე, მობილურით სარგებლობაზე, ტიკ-ტოკზე და არჩევნებში მონაწილეობაზეც კი.

მხოლოდ ამ პროტესტს მოყვება ჩვენი გამარჯვება და გადარჩენა .“,-წერს ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ცნობით, ირაკლი ეძგვერაძე ( ჭყიპინა) პოლიციამ გლდანში იმ დროს დააკავა, როდესაც სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებდნენ სავარაუდო ნარკოდილერის დასაკავებლად, ის კი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ამის საშუალებას არ აძლევდა და ხელს უშლიდა. ოპოზიციამ ეძგვერაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშწორებად მიიჩნევს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა