GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე რობერტა მეცოლას ახალ ეთიკის კოდექსზე: კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ევროპარლამენტის მორიგი მხილება, რომელზეც ფსევდოლიბერალ უცხოელ აქტორებს “შეშფოთება-აღშფოთება” არ აქვთ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას მიერ შემოტანილ ახალ ეთიკის კოდექსს ეხმიანება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს, რომ ევროპარლამენტარებმა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტზე, მათ შორის ოჯახის, ემოციური ცხოვრების ან ეკონომიკური ინტერესების შესახებ და ეს წესი ეხება ყველას თავად ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა.

აბაშიძის თქმით, ზემოთ ხსენებული კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ევროპარლამენტის მორიგი მხილებაა, რომელზეც ფსევდოლიბერალ უცხოელ აქტორებს “შეშფოთება-აღშფოთება” არ აქვთ.

„კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ევროპარლამენტის მორიგი მხილება, რომელზეც ფსევდოლიბერალ უცხოელ აქტორებს “შეშფოთება-აღშფოთება” არ აქვთ.

“კატარგეითის” სკანდალის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შემოიტანა ახალი ეთიკის კოდექსი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს, რომ ევროპარლამენტარებმა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტზე, მათ შორის ოჯახის, ემოციური ცხოვრების ან ეკონომიკური ინტერესების შესახებ. მაგრამ ამ ახალ წესებში ერთი საკვანძო პირი დარჩა თამაშგარეთ – თავად ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

რობერტა მეცოლას არ მოეთხოვება იმის დეკლარირება, რომ მეუღლე, უკო მეცოლა, ევროკავშირში იყო მაიამიში დაფუძნებული, მსოფლიოში სიდიდით მეორე საკრუიზო გემების კომპანია Royal Caribbean Group-ის მთავარი ლობისტი. უკოს საქმიანობა სამუშაო დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა, მაშინაც კი, როდესაც ის მუშაობდა ზეგავლენის მოხდენაზე მწვანე კანონმდებლობაზე, რომელსაც მისი მეუღლე საბოლოოდ მოაწერდა ხელს. მართალია უკო მეცოლამ, როგორც ლობისტმა დაარეგისტრირა მისი საქმიანობა ბრიუსელში, მაგრამ მის მეუღლეს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას არ აქვს ვალდებულება სხვა ევროპარლამენტარების მსგავსად, დაადეკლარიროს მისი ოჯახის წევრების საქმიანობა“,- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა