GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დასავლეთი საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციისთვის ემზადება, აღნიშნულის თქმის საფუძველს დასავლელი “პარტნიორების” მიერ ნათქვამი განცხადებები მაძლევს

დასავლეთი საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციისთვის ემზადება, აღნიშნულის თქმის საფუძველს დასავლელი “პარტნიორების” მიერ ნათქვამი განცხადებები მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მქონე დარღვევა არ ყოფილა, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნებში, – ამის შესახებ წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მყოფი კონკრეტული უცხოელი აქტორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

ჩიხელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში საბოლოო შედეგზე გავლენის მქონდე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს როგორც ეუთო/ოდირის, ისე დასავლეთის ქვეყნების ანგარიშები, კონფერენციაზე მყოფები აცხადებენ, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, ხალხის ნების სადარაჯოზე იქნებიან. მისივე თქმით, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი აგენტურული ქსელის დაცვა იქნება.

“დასავლეთი საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციისთვის ემზადება, აღნიშნულის თქმის საფუძველს დასავლელი “პარტნიორების” მიერ ნათქვამი განცხადებები მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მქონე დარღვევა არ ყოფილა, რაც ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნებში. ასევე არსებობს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ანგარიშები სადაც ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნები თავისუფალ კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, სადაც დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობისა, ოპოზიციის და არა ქვეყნის დასავლელი მეგობრები ღიად აცხადებენ, რომ ისინი ხალხის ნების სადარაჯოზე იქნებიან, დაიცავენ ქართველი ხალხის ხმებს და ა.შ. ქართველი ხალხის ნებას და ხმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იცავს, მას გარე ძალების, მით უფრო უცხოელი პოლიტიკოსების ჩარევა და დახმარება არ ჭირდება. კიდევ ერთი საკითხია, როცა უცხოელები აცხადებენ “დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას” ქართველ ხალხში უმრავლესობას გულისხმობენ თუ ადამიანთა მცირე ანგაჟირებულ ჯგუფს, რომელთაც არა ქვეყნის არამედ ფინანსური ინტერესი ამოძრავებს? დასავლეთი არა ქართველი ხალხის ნების დამცველი, არამედ საკუთარი აგენტურული ქსელის დამცველი და ქომაგია!” – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა