GD Banner
საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმცირესობის მხრიდან თავს მოხვეული პროპაგანდა არამც და არამც არ უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე დაშვებული

პარლამენტი დღეიდან საშემოდგომო სესიას ხსნის. დეპუტატები პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით სავარაუდოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე იმსჯელებენ. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტს განსაკუთრებული ლეგიტიმაცია 17 მაისს გამართულმა შეკრებამ მიანიჭა.

„უმცირესობის მხრიდან თავს მოხვეული პროპაგანდა არამც და არამც არ უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე დაშვებული. განსაკუთრებული ლეგიტიმაცია იყო მიმდინარე წლის 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, როდესაც მილიონიანი მარში გაიმართა მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ დაადასტურა და გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ეს პროპაგანდა მიუღებელია და ის ტრადიციები, რაც ჩვენს რელიგიურ მრწამსთან არის დაკავშირებული, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო უზრუნველყოფას“, – მიიჩნევს მიქანაძე.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

მმართველი გუნდისთვის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა სწორედ ის ერთ-ერთი საკითხია, რატომაც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა