GD Banner
საგარეო პოლიტიკა

The Economist: ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შეხვდებიან. ინფორმაციას ჟურნალი The Economist-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ეს კიევისთვის უკანასკნელი შანსი იქნება, რათა დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მან ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნას.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ აპირებს უკრაინის ჯარისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას.

გაეროს გენერალური ასამბლეა 10 სექტემბერს გაიხსნება. ბაიდენს გამოსვლა 24 სექტემბერს აქვს დაგეგმილი, ხოლო 25 სექტემბერს – ზელენსკის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა