GD Banner
Uncategorized

ლევან მაჭავარიანი: როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ, კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ გამოიხატება ეკლესიის, როგორც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენის როლი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესიის როლი კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ გამოიხატება.

„იმაში, რომ ჩვენი იდენტობა დღემდე არის გადარჩენილი და დღემდე მოტანილი, ეკლესიამ ფასდაუდებელი როლი შეასრულა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ გამოიხატება ეკლესიის, როგორც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენის როლი“, – აცხადებს მაჭავარიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,944 ნახვა