აშშ-ის საელჩო ადასტურებს სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იზმირში ადგილობრივი მცხოვრებლები თავს დაესხნენ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც თურქეთში სადესანტო ხომალდ USS Wasp-ს ჩამოყვნენ. ერთ-ერთ მათგანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. წინასწარ არსებული მონაცემებით, თავდასხმის უკან თურქეთის ახალგაზრდობის ასოციაციის (TGB) აქტივისტები დგანან. ისინი განმარტავენ, რომ ეს აქტი პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას გამოხატავს, ასევე ისრაელ-ვაშინგტონის კავშირის წინააღმდეგ პროტესტს.
თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა TGB-ს 13 წევრი, მათ შორის ორგანიზაციის ლიდერი. როგორც ამერიკის საელჩოში აზუსტებენ, სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად უსაფრთხოდ არიან.
Facebook Comments Box