„პრეზიდენტი დასავლელი ბატონების ნებას მიყვება და ოცნებას ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე, როგორც ეს ნაცების დიდმა მეგობარმა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა. სალომეს ფრაზა შემთხვევითი არ არის, ის ადასტურებს რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და ქალბატონი პრეზიდენტი, დასავლეთის ნების აღსრულებით არის დაკავებული“-ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქალბატონმა სალომემ სრულად დაივიწყა ქართველი ხალხის ინტერესები, ის დღეს ხალხზე ზევით, მაგრამ დასავლელ ბატონებთან ახლოს დგას!
„სალომეს ფრაზა გახსოვთ? პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც უფრო ზევით . ქალბატონმა სალომემ სრულად დაივიწყა ქართველი ხალხის ინტერესები. ის დღეს ხალხზე ზევით, მაგრამ დასავლელ ბატონებთან ახლოს დგას! აღნიშნულს ადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარმოთქმული სიტყვა, პრეზიდენტი დასავლელი ბატონების ნებას მიყვება და ოცნებას ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნაცების დიდმა მეგობარმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა, სალომეს ფრაზა შემთხვევითი არ არის, ის ადასტურებს რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და ქალბატონი პრეზიდენტი, დასავლეთის ნების აღსრულებით არის დაკავებული. დასავლეთის და ქართული ოპოზიციის ხელწერა იდენტურია, დასავლეთის მეტ ნაკლებად მესმის, მათთვის საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალი უმნიშვნელოა, მაგრამ მიკვირს ოპოზიციის, რომელიც საქართველოს სიძულვილში დასავლეთს ეჯიბრება და რიგ შემთხვევაში სჯობნის კიდეც. ქალბატონმა პრეზიდენტმა კიდევ არაერთი უსამართლო და მცდარი განცხადება გააკეთა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ქართული კანონი კვლავ რუსულად მოიხსენია, იქვე აღნიშნა, რომ ეს კანონი მიუღებელია ქართველი ხალხისთვის. რეალობა კი შემდეგია, კანონი მიუღებელია არა ქართველი ხალხისთვის, არამედ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის, რომელიც დასავლეთის გრანტებით საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობს!“-წერს დავით ჩიხელიძე.