მართლაცდა პოლიტიკურ-საექსპერტო შაპიტოდ იქცა გარედან ფუჭად დაფინანსებული ყოველწლიური ე.წ. “თბილისის საერთაშორისო კონფერენცია”, რომლის მოქმედი პირები არიან “ნაცების” ყავლგასული უცხოელი კარიკატურული იდეოლოგები და ადგილობრივი ნაცლუზერები,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, სექტემბრის დასაწყისი უკვე მერამდენე წელია უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია.
მისივე თქმით, დანოტიოებული ჩალა უფრო წონადია, ვიდრე კოლექტიური კრამერების, ფოტიგების, იუკნევიჩიანების და მათნაირ აუტსაიდერთა ბოროტი საუბარი.
„მართლაცდა პოლიტიკურ-საექსპერტო შაპიტოდ იქცა გარედან ფუჭად დაფინანსებული ყოველწლიური ე.წ. “თბილისის საერთაშორისო კონფერენცია”, რომლის მოქმედი პირები არიან “ნაცების” ყავლგასული უცხოელი კარიკატურული იდეოლოგები და ადგილობრივი ნაცლუზერები. მთავარია იყოს “ქართული ოცნების” თავაშვებული, უსაგნო და დაბოღმილი კრიტიკა, სუვერენული საქართველოსთვის “ნოტაციების კითხვა” და ჰაერის რხევა გეოპოლიტიკაზე. და მერე? So what? დანოტიოებული ჩალა უფრო წონადია, ვიდრე კოლექტიური კრამერების, ფოტიგების, იუკნევიჩიანების და მათნაირ აუტსაიდერთა ბოროტი ბლა ბლა,“- წერს გია აბაშიძე.