3-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა €1000- ასეთ სასჯელს მიიღებს საბერძნეთში, არკადიის პრეფექტურაში მცხოვრები 44 წლის ქალი , რომელიც საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობდა ხანძრის გაჩენით. მისი ქმედებების შედეგად, საბერძნეთს ტყის ორ ხანძართან მოუწია ბრძოლა.
Skai TV-ის ინფორმაციით, ქალს უბრალოდ, მეხანძრრებთან დაახლოება და ფლირტი უნდოდა. თუმცა, საბოლოოდ მას პოლიციელებთან ურთიერთობა მოუხდა.
ქალზე ეჭვი მაშინვე მიიტანეს, რადგან ორივე ხანძრის ჩაქრობის პროცესს ესწრებოდა და აქტიურობდა.
ბერძნული კანონმდებლობით, ტყის ხანძრის შემთხვევითი გაჩენაც კი, სისხლის სამართლის დანაშაულია., რადგან ცეცხლი ზაფხულში ადვილად სცდება კონტროლის ფარგლებს.
Facebook Comments Box