GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ნინო ევგენიძეზე: ეს ქალბატონი არის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი – რა კარგად შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ დაუმორჩილებლობის ორგანიზება და რევოლუციის მოწყობა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აზიარებს “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის ინტერვიუს გადაცემაში „დღის სტუმარი“, სადაც ის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის – „გარდამტეხი წელი” თაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 1924 წლის შეიარაღებული აჯანება შთააგონებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს და პირველ რიგში, არასამთოვრობო ორგანიზაციებს.

ნინო ფოჩხუა აღნიშნავს, ნინო ევგენიძეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ დაუმორჩილებლობის ორგანიზება და რევოლუციის მოწყობა.

„ეს ქალბატონი არის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. რა კარგად შეუფუთავს მისი ძირითადი საქმიანობა ანუ ორგანიზება დაუმორჩილებლობის და რევოლუციის მოწყობის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით. აი რას ამზადებენ, რისთვის იწვევენ არანაირი სტატუსის მქონე ყოფილ ჩინოსნებს. აი ეს ხალხია, ვინც გაერთიანებულია “ომის პარტიაში” და აქ საქართველოში ასრულებენ უცხოურ დავალებებს. ნურავის ეგონება, რომ ხალხს სძინავს ან ვერ ხედავენ რა უფსკრულისკენ მიაქანებენ ქვეყანას ეს ადამიანები“, – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა