GD Banner
პოლიტიკა

გიორგი იაკობაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“- უანგარო და გულანთებულმა ცენტრმა ოფისის ერთი ოთახი საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე საათით დაახლოებით 300 ლარად მიაქირავა

2019 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს ახალი პროგრამული პრიორიტეტები უნდა შეემუშავებინა, რომლითაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იხელმძღვანელებდა. სამეურვეო საბჭოს წევრები რეგიონებში ვხვდებოდით საზოგადოების წარმომადგენლებს. მართლაც ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩატარდა. ხაზი მინდა გავუსვა ენჯეოს სახელწოდებას – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“. ანუ, ორგანიზაციის შემქმნელი გულანთებული ახალგაზრდები იმდენად მოწადინებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართვით, რომ ამისთვის ცენტრი შექმნეს, ოფისი აიღეს, დაუღალავად იღწვიან, თავს არ ზოგავენ, დღისით არ ისვენებენ, ღამით არ ძინავთ, სისხლისა და ოფლის უკანასკნელ წვეთებს დემოკრატიულ ჩართულობას უძღვნიან უანგაროდ“,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.

ვრცელი სტატიის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით „ფული, წყალი და ბიბლიოთეკა“ ავტორი წერს, რომ უანგარო ცენტრმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ ოთახი მიაქირავა, იქ მისულ სტუმრებს კი წიგნების კადარაში მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას წიგნები დაახვედრა.

„აი, ეს მაგათი უანგარობა მომკლავს, თუ მომკლავს! იმ დღეს „დემოკრატიული ჩართულობის“ უანგარო და გულანთებულმა ცენტრმა თავისი ოფისის ერთი ოთახი (ჰოლი, რომელშიც პირდაპირ ქუჩიდან შედიხარ) საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე საათით დაახლოებით 300 ლარად მიაქირავა, თბილისიდან ჩასულ სამ სტუმარს კი მაგიდაზე სამი ბოთლი წყალი არ დაგვიდგა… ერთი დეტალიც: ჰოლში წიგნების კარადა იდგა, 30-იოდე წიგნით, მთ შორის სამი ცალი – მიხეილ სააკაშვილის „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ და ოთხი – ბაჩო ახალაიას „სოხუმი – ჩემი იერუსალიმი“. ესეც მათი უანგარობა, დემოკრატიული ჩართულობა, ტაქტი და მიუკერძოებლობა. ისინი მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას.“,- წერს გიორგი იაკობაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა