GD Banner
პოლიტიკა

შოთა დიღმელაშვილი „სირცხვილიაზე“- გული შემტკივა ამ ორგანიზაციაში დარჩენილებსა და ახალწვეულებზე, რომლებიც სამართლიან კრიტიკასთან ერთად საშინელი ცილისწამების სამიზნეებად იქცნენ

საჯარო კომენტარისგან ვიკავებდი, თუმცა ვინაიდან 2019-22 წლებში მე “სირცხვილია”-ს დამფუძნებელი წევრის გარდა, მისი სახე ვიყავი, ალბათ ეს შეფასების პასუხისმგებლობას მაინც მაკისრებს.

მიჭირს საუბარი, რადგან ერთი მხრივ, მძიმე შეცდომაა დაშვებული, მეორე მხრივ კი გული შემტკივა ამ ორგანიზაციაში დარჩენილებსა და ახალწვეულებზე, რომლებიც სამართლიან კრიტიკასთან ერთად საშინელი ცილისწამების სამიზნეებად იქცნენ.”- წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “სირცხვილია”-ს შესახებ რომლის წევრებმაც თავდაპირველად გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტეს, თუმცა, მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების შევიწროების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს.

“ამ ვითარებაში არ მიმაჩნია ღირსეულ საქციელად, ბუნებრივაად გაჩენილ ბრაზში გაზავებულ ბევრ ღვარძლსა და ტალახს ჩემი განსჯები დავურთო. ამიტომ მედიებს კომენტარზე უარი ვუთხარი – როცა ემოციები ჩაცხრება, რეფლექსიის დრო შემდეგ დადგება. სათქმელი და გასააზრებელი კი ბევრია.

დიდ პატივს ვცემ “სირცხვილია”-ს წევრებს, რომელმაც ამ წლების განმავლობაში წარმოუდგენელ დარტყმებს გაუძლეს და გამოავლინეს შეცდომის აღიარებისა და პასუხისმგებლობის ტვირთის აღების დეფიციტური უნარი.

იმედს ვიტოვებ, რომ მოძრაობის საბოლოო მემკვიდრეობად დარჩება არა ეს მტკივნეული შეცდომა, არამედ პროპორციული არჩევნები, “ჰელფერები”, “შინ ევროპისკენ” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რომელშიც სირცხვილიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა. თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა. წინ ევროპისკენ და არა რუსულ კანონს!”- წერს შოთა დიღმელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა