ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკელი პოლიტიკოსის, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავლის, რობერტ კენედი უმცროსის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ-ს მიერ გამოყოფილი თანხები მიემართება არა უკრაინაში, არამედ თავდაცვის ამერიკელი მწარმოებლებისკენ.
ფოჩხუას თქმით, რაც უკრაინას დამართეს ისტორიას არ ახსოვს და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც სააკაშვილის, არის საკუთარი სამშობლოს მტერი და დღეს ვინც მხარს უჭერს ამ ომს, არაადამიანია.
„რაც უკრაინას დამართეს ისტორიას არ ახსოვს. ფაქტიურად, ევროპის ეს უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა აღარ არსებობს. აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე, რომელიც გაწყდა და ვინც გადარჩა, ის ემიგრაციაშია. ამაზე უკვე მარტო “ქართული ოცნება” არ ლაპარაკობს, ამერიკელებიც და ევროპელებიც ალაპარაკდნენ, (შოლცის წაგება ამის ნათელი მაგალითია) ჯერ სად არიან, ყველაფერს აეხდება ფარდა. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც სააკაშვილის, არის საკუთარი სამშობლოს მტერი და დღეს ვინც მხარს უჭერს ამ ომს, არაადამიანია. უკრაინის დროშების ავატარად გამოტანა კი ფარსი და უკრაინის მტრობაა. დავინახეთ უკვე ვინ ყოფილა უკრაინის მეგობარი თუ ისევ დარჩა კითხვები?“, – წერს ნინო ფოჩხუა.