ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გამართულ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“, ეხმიანება და აცხადებს, რომ “მდარე შაბაშზე”, რომელმაც დიდი ხანია ანტისახელისუფლებო ტრიბუნის ფორმა მიიღო, უცვლელი შემადგენლობა იკრიბება. მისი თქმით, დასავლელი “დაჩამიჩებული ექსჩინოვნიკები” და ადგილობრივი ოპოზიციური არასამთავრობოები უკვე აღარც მალავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში პირდაპირ ჩარევას გეგმავენ. ამის მაგალითად, ანჯაფარიძეს მოჰყავს ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადება იმის შესახებ, რომ “ბაიდენის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებამდე, რათა მთავრობამ არ ითაღლითოს.”
“თბილისში ყოველი სექტემბრის დასაწყისში ეწყობა ეს მდარე შაბაში, უხვად დაფინანსებული უცხოელი დონორების მიერ, რომელზედაც იკრიბება თითქმის უცვლელი შემადგენლობა – დაჩამიჩებული ექსჩინოვნიკები აშშ-დან და ევროპიდან და აქაური ოპოენჯეო ბაბლი. შაბაშმა უკვე კარგა ხანია მიიღო ანტისახელისუფლებო ტრიბუნის ფორმა. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. უკვე პირდაპირ იმუქრებიან და აღარც მალავენ, რომ ჩვენს არჩევნებში აქტიურ ჩარევას გეგმავენ, უკვე ნაცნობი და კარგად გაშიფრული მეთოდებით” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.