აშშ-ში ჩავარდა პირველი ექსპერიმენტი, რომელიც მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ეხებოდა.
მძიმე ნარკოტიკების შენახვა კვლავ კრიმინალი გახდა ორეგონში- 1 სექტემბრიდან აკრძალული ნივთიერების მცირე დოზაც კი, დაკავების მიზეზი გახდა. ნარკოტიკების წარმოება და რეალიზაცია მთელი შტატის ტერიტორიაზე ძველებურად უკანონოა,-ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
2021 წელს ძალაში შევიდა ექსპერიმენტი მცირე დოზით ნითიერებების, მათ შორის ჰეროინის , კოკაინისა და მეტამფეტამინის შენახვის დეკრიმინალიზაციაზე. ხელისუფლება ასევე გეგმავდა კანაბისის ლეგალური ინდუსტრიიდან მიღებული გადასახადებით ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას.
თუმცა, ექსპერიმენტი ჩავარდა: გასულ წელს ორეგონმა მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევების რაოდენობით. ამ წლის იანვარში კი, პორტლენდში 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ფენტანილის ეპიდემიის გამო.