GD Banner
საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 2 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის ქუჩებს. მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს. დოლაბაურის ქუჩის, ქეთევან წამებულის გამზირის და მოედნის ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,649 ნახვა