GD Banner
Uncategorized

ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: “მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-8 მუხ­ლის პირ­ველ ქვე­პუნ­ქტში გა­ჩე­ნიდება შემ­დეგ­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი: “მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იდენ­ტო­ბის საყ­რდე­ნია“.

რო­გორც პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან პრინ­ცი­პუ­ლი თან­ხმო­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო რე­დაქ­ცია კვლავ სა­პატ­რი­არ­ქოს წა­რედ­გი­ნე­ბა და თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში.

“სხდო­მებ­ზე, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბო­და 26 და 29 აგ­ვის­ტოს, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ის სა­კი­თხი, რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იყო. ეს პირ­ველ რიგ­ში, ეხე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-8 მუხლს, სა­დაც სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ასე­თია, რომ პირ­ველ ქვე­პუნ­ქტში გა­ჩე­ნი­ლი­ყო შემ­დეგ­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი: “მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იდენ­ტო­ბის საყ­რდე­ნია.“ და მე­ო­რე ქვე­პუნ­ქტი შემ­დეგ­ნა­ი­რად რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს: რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში და მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან. სულ ერთი სი­ტყვა ემა­ტე­ბა: [ჩა­ნა­წერ­ში] “სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას“, რომ და­ე­მა­ტოს “თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა“, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან პრინ­ცი­პუ­ლი თან­ხმო­ბაა“, – გა­ნა­ცხა­და პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პირ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა გუ­ლის­ხმობ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხია, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია,

“პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გუ­ლის­ხმობ­და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის­თვის უკე­თე­სი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო. რა თქმა უნდა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­მარ­ტა, რომ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რა­მე­ნა­ი­რად შე­ზღუდ­ვას მათი მხრი­დან.

თუკი ეს სტა­ტუ­სი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და, ამა­ვე დროს ჩა­ი­წე­რე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არის სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი – ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხია, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან ეკ­ლე­სია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­დე­ლი, რაც დღეს არ­სე­ბობს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ურ, სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას შო­რის – უნი­კა­ლუ­რია“, – აღ­ნიშ­ნა ზვი­ა­და­ძემ.

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რის გან­ცხა­დე­ბით, 30 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ. ხოლო ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე, პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი, დე­კა­ნო­ზი მი­ხე­ილ ბოტ­კო­ვე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯღა­მა­ი­ძე და თა­ვად პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი ეს­წრე­ბოდ­ნენ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,936 ნახვა