GD Banner
Uncategorized

ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი თალსი გაბარდი უერთდება ტრამპის გუნდს

ყოფილმა დეპუტატმა, ტულსი გაბარდმა, ორშაბათს მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპს „არ დაუწყია არავითარი ახალი ომი“.

ორშაბათს, 26 აგვისტოს, შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ასოციაციაზე ტრამპმა გაბარდი წარადგინა და სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა. გაბარდმა რამდენიმე დღეში დაუჭირა მხარი ტრამპს მას შემდეგ, რაც რობერტ კენედი უმცროსმა შეაჩერა თავისი საპრეზიდენტო კამპანია და ტრამპის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„მე დარწმუნებით ვიცი, რასაც ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის ის მძიმე პასუხისმგებლობა, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისთვის, როგორც პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, ეკისრება“, − თქვა გაბარდმა, − „არ აქვს მნიშვნელობა, ჯარისკაცი ხარ, სამხედრო, საზღვაო ქვეითი თუ მეზღვაური, ის გულით გვატარებს თითოეულ ჩვენგანს გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ეს დავინახეთ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, როდესაც მან არა მხოლოდ არ დაიწყო ახალი ომი, არამედ მიიღო ზომები დეესკალაციისა და ომების თავიდან ასაცილებლად

მან გამოიჩინა გამბედაობა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველით მთავარსარდლისგან, როცა დიპლომატიის ყოველგვარი მეთოდი ამოწურულია. ჰქონდა მოწინააღმდეგეებთან, დიქტატორებთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეხვედრის გამბედაობა მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე და ომს უკანასკნელ საშუალებად განიხილავდა“, − დასძინა გაბარდმა, − „სიმართლე ის არის, რომ (და ეს უნდა აღინიშნოს, რადგან ნოემბერში ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა) იმავეს ვერ ვიტყვით კამალა ჰარისზე. პირიქით − სინამდვილეში იგი საპირისპიროა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ადმინისტრაცია მრავალ ომს აწარმოებს მრავალ ფრონტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, და ახლა უფრო ახლოს ვართ ბირთვული ომის ზღვარზე, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამო მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლს დაუბრუნდეს, სადაც იგი კვლავ მოგვემსახურება, როგორც ჩვენი მთავარსარდალი“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა