GD Banner
Uncategorized

პირველი ოქროს მედალი პარიზის პარალიმპიადაზე – ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე ჩემპიონია

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ჩვენი გუნდის ანგარიშზე დღემდე ერთი მედალი იყო. პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,842 ნახვა