GD Banner
Uncategorized

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ მიწვეული ენათმეცნიერის გამოსვლაზე: მარინა ბერიძის პოზიცია არ ემთხვევა ინსტიტუტის პოზიციას

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ნანა მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ მიწვეული ენათმეცნიერის, მარინა ბერიძის გამოსვლას ეხმიანება.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ მარინა ბერიძის პოზიცია ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას არ შეესაბამება და მის გუშინდელ გამოსვლას ემიჯნება.

„მისი [მარინა ბერიძის] პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას. პიროვნება თავის გამოხატვაში რა თქმა უნდა თავისუფალია, მაგრამ ინსტიტუტს ასეთი კვლევა რასაც იგი [მარინა ბერიძე] კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით ესაუბრა საზოგადოებასთან. როგორც გამოჩნდა, ბევრმა ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მოსარჩელე მხარემ ენათმეცნიერი მარინა ბერიძე სასამართლოში იმისთვის მიიყვანა, რომ გამჭვირვალობის კანონში გამოყენებული სიტყვების ნეგატიურობა დაედასტურებინა. პარლამენტის წარმომადგენლებმა კი ის სიცრუეში ამხილეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,110 ნახვა