GD Banner
პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო ივანიშვილო, დღეებს ვითვლით და ჩვენ მივიღებთ ეპოქალურ გადაწყვეტილებას და სამიდღემჩიოდ დავასრულებთ ყოველგვარ ანომალურ მმართველობას საქართველოში”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის კოალიციის წევრმა არმაზ ახვლედიანმა ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.

ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიცია იმარჯვებს და “ქართული ოცნება” მარცხდება. მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს და დაიცავენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

“საქართველოს მოქალაქეების შეკვეთა არის ერთადერთი – ჩვენ გვინდა ნორმალურობა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს სამართლის უზენაესობა, ამისკენ მივილტვით 26 ოქტომბერს, ჩვენ ამას მივაღწევთ დამაჯერებლად, გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს და მათ შორის მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ დღეს, ის არის პუტინ-ივანიშვილის პირადი პატიმარი”- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა